The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოსმან დავითაძე

ალიოსმან დავითაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2005  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შხეფი, შუახევის რაიონი.

ქრთული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა შუახევის შუახევის მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივში (ხელმძღვ. ზ. ღლონტი). 1946 წელს მონაწილეობა მიიღო ბავშვთა მხატვრული თვითშემოქმედების რაიონულ და საქალაქო ოლიმპიადებში. ა. დავითაძე, 1951 წელს შესანიშნავად შესრულებული სოლო პარტიებით "განდაგანასა" და "ხორუმში" წარმატებით გამოვიდა ხულოს რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად (ხელმძღვ. თ. მელაძე) საქართველოს VII რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. დიდი მოწონება ხვდა წილად ა. დავითაძის გამოსვლას 1952 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად (ხელმძღვ. ენ. ხაბაძე). 1953-1954 წლებში მუშაობდა შუახევის საშუალო სკოლაში ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელად. პარალელურად გამოდიოდა შუახევის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ქორეოგრ. გ. ოდიკაძე, ლოტბარი თ. თავბერიძე). ამ ანსამბლში 1955 წელს თბილისში გამართულ ახალგაზრდულ რესპუბლიკურ ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ა. დავითაძე "განდაგანას" შესრულებისათვის პირველი ხარისხის დიპლომით დააჯილდოვეს. ა. დავითაძე 1957 წელს მოსკოვში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობის VI ფესტივალის მონაწილეა. იგი "ხორუმისა" და "განდაგანას" ვირტუოზული შესრულებისათვის არაერთხელ დაჯილდოვდა დიპლომებისა და საპატიო სიგელებით. დაჯილდოებული იყო სამთავრობო, აჭარისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებით, დიპლომებით, პრიზებით, იყო ხალხური შემოქმედების ოლიმპიადებისა და ფესტივალების ოთხგზის ლაურეატი, საპატიო შუახეველი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.30; აჭარლები: facebook.comშენი განდაგანა, რერო ოდელია /ფევაძე რევაზ.-ბათუმი, 2018.-გვ.540

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: