The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჯორბენაძე

ვლადიმერ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1913
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1982  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1929 წელს. იცავდა ფოთის "დინამოს", თბილისის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის, თბილისის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1939) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ორგზის (1936, 1937) ფინალისტი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. 1936–1946წწ. თბილისის "დინამოს" რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში 89 შეხვედრა ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში 15 შეხვედრა და ერთი ბურთი. თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1936 წლის 7 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის საშემოდგომო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. თბილისის "დინამოს" ისტორიაში ეს იყო საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრა. 1945 წლის 27 ივლისს თბილისის "დინამოს" მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ, საკავშირო ჩემპიონატის მე-12 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის "ზენიტის" წინააღმდეგ ითამაშა. ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 

წყარო: თბილისის "დინამო: გუნდის ისტორია: dinamo-tbilisi.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1938 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: