შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიპე შარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მელექედური, ოზურგეთის მაზრა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მისი ბაბუა, გურიელების კარის მღვდელი, სოფიო გურიელს ახლდა თან ტრაპიზონში ემიგრაციაში. 1914 წლიდან გაწევრიანდა არალეგალურ ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა ორგანიზაციაში, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა ქართველ მოსწავლე–ახალგაზრდობაში ეროვნულ–რევოლუციური შეგნების გავრცელების საქმეში. 1917 წლის აპრილში ამ ორგანიზაციის პირველ თავისუფალ კონფერენციაზე აირჩიეს მის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თბილისის უნივერსიტეტში შესვლისთანავე იგი სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი გახდა და მისთვის დამახასიათებელი თავდადებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის გადახდილ ყველა ბრძოლაში. ფილიპე შარაძე აქტიური მონაწილეა 1924 წლის საყოველთაო სახალხო ამბოხებისა – აჭარის კომიტეტის მიერ იგი ცენტრთან მოკავშირედ იყო დანიშნული. წყარო: რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com; ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 1 / გურამ შარაძე. - თბ., 2001. - გვ.377–379
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |