The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მოდებაძე

ვლადიმერ მოდებაძე
Date of birth:16 March, 1927  (98 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აკურა, თელავის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

მისი სადიპლომო სპექტაკლი იყო მიუფკეს "ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება". იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა: გორის (1954-1956), ზუგდიდის (1956-1957) თეატრებში, თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში (1957-1959), კინოსტუდიის სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (1959-1960), ფოთის თეატრის მთავარ რეჟისორად (1961-1962), 1962-1965 წლებში საგარეჯოს, სამტრედიის, სიღნაღის სახალხო თეატრების მთავარ რეჟისორად მუშაობდა; იყო თვითმოქმედების საკავშირო ფესტივალის ლაურეატი; 1965 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელში მსახიობის ხელოვნებას ასწავლიდა. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია გორის თეატრში: ბეგლოვის "გაქცევა", ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი", ფოთის თეატრში: თაქთაქიშვილის "არწივების შევარდენი", გაბაშვილის "კონა" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.30


Share: