შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუჰამედ ართმელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაბალაშვილები, შუახევის რაიონი. პირველად, როგორც ქართული ხალხური და განსაკუთრებით, აჭარული ცეკვების ორიგინალური შემსრულებელი, ფართო აუდიტორიის წინაშე 1954 წელს წარსდგა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მ. ართმელაძე 1955 წელს სათავეში ჩაუდგა მშობლიურ სოფელში ახლადგახსნილ კლუბთან ჩამოყალიბებულ ქორეოგრაფიულ ჯგუფს და მას 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის პოპულარულ "განდაგანას" ერთ-ერთ საუკეთესო და კოლორიტულ შემსრულებლად მიიჩნევა. ღვაწლმოსილი მოცეკვავე წლების მანძილზე დაუღალავად და გატაცებით მუშაობდა წამყვან პედაგოგად (ხელმძღვანელი ა. დავითაძე) შუახევის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ფოკლორს და თავის გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.104; შენი განდაგანა, რერო ოდელია /ფევაძე რევაზ.-ბათუმი, 2018.-გვ.538 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |