შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუიზა გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; მოსკოვის ექპერიმენტული-კვლევის ინსტიტუტის სისხლის მიმოქცევის ლაბორატორიის ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "კომბინირებული ანტიარითმიული საშუალების - მეტაციზინის ფარმაკოლოგია", 1994 წელს. 1994-1995წწ. მუშობდა მოსკოვის ექპერიმენტული-კვლევის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი; იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოს და მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. ლ. გაბუნიას მიერ მომზადებული იქნა 6 უსგ (უწყვეტი სამედიცინო განათლების) პროგრამა პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებაში; იგი არის უამარავი საერთაშორისო კონფერენციის / ფორუმის ორგანიზატორი, პრეპარატ მეტაციზინის პატენტის მფლობელი (N93035735, რუსეთის ფედერაცია). პროფესორი. წყარო: Open Researcher and Contributor ID (ORCID) - გლობალური, არაკომერციული ორგანიზაციის ვებ-გვერდი: orcid.org; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |