Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევონ ალაჰვერდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაწყებითი განათლება მიიღო ტფილისის "წმინდა გიორქის" ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში, 1898 წელს შევიდა ნერსესიანის სახელობის სემინარიაში, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სასწავლებელი მიატოვა და 1904 წელს მუშაობა დაიწყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოებაში. ამ პერიოდში მუშაობასთან ერთად იგი გაიტაცა თეატრალურმა სფერომ და ავლაბრის - არაქსიანისა და მურაშკოს თეატრებში, აგრეთვე ავჭალის აუდიტორიაში (ამო ხარაზიანის ხელმძღვანელობით) მსახიობთა რიგებში ჩაეწერა. 1906 წელს გადავიდა სომხური დრამატული საზოგადოების დასში მსახიობად, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ სომხური თეატრის კორიფეები სირანუშ და ოვანეს აბელიანები. 1924-1932 წლებში მუშაობდა ბაქოს სომხურ თეატრში. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სომხური დრამის თეატრის მსახიობი იყო. გარდა სასცენო მოღვაწეობისა იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობაში. ხშირად გამოდიოდა მუშათა კლუბებში, კოლმეურნეობებში, როგორც კულტურული ფრონტის ერთ-ერთი საუკეთესო მუშაკთაგანი. სამამულო ომის დროს ლ. ალაჰვერდიანი ხშირად სტუმრობდა სამხედრო ჰოსპიტლებსა და საჯარისო ნაწილებს. შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში, მსახიობს მრავალი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მათ შორის აღსანიშნავია: ზიმზიმოვი, კაკულა, არსელი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "დაქცეული ოჯახი"), ბარხუდარი, როფი (ა. შირვანზადეს "ნამუსი", "პატიოსნებისათვის"), მირზა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ონისე (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ბრილიანტოვი ("კიდევ ერთი მსხვერპლი"), ბარხუდარ, სერგეი-ბეგ ("ნამუსი"), პაპა სიმონი ("მწვერვალზე"), პროფესორი ("ქალთა ქალაქი"), სულეიმანი, ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი) და სხვა. ლ. ალაჰვერდიანი ცნობილი იყო როგორც ესტრადის მსახიობიც. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.32; საქართველოს ხელოვნების სასახლე : ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი: artpalace.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |