Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ბარსანოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია. სცენაზე პირველად გამოვიდა ტაგანროგის საქალაქო თეატრში 1903 წელს; წლების განმავლობაში მსახიობობდა: ტამბოვის (1903-04), ხერსონის (1905), ნოვორასიისკის (1906), სარატოვის (1907-09), ასტრახანის (1910), პენზის (1911), პეტროვსკის (1912), პოდოლსკის (1913), ბრიანსკის (1914), ურალის (1916), სამარის (1917-1918), ბაქოს (1919-1920) თეატრებში; 1921-1937წწ. თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში მუშაობდა; 1937-1958წწ. რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. განასახიერა სხვადასხვა ხასიათის როლები, მათ შორის: პელაგია ეგოროვნა, გალჩიხა, (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე ცოდვათ არ ჩაითვლება", "უდანაშაულო დამნაშავენი"); ლიზა (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); სონია, შარლოტა (ა. ჩეხოვის "ძია ვანია", "ალუბლის ბაღი"); პოლია, ნასტია (მ. გორკის "მდაბიონი", "ფსკერზე"); მაჭანკალი (ნ. გოგოლის "ქორწინება"); მაიკო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.105 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |