Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. პირველი ნაბიჯები გადადგა გორის თეატრში, სადაც ითამაშა გეგას როლი, მ. მრევლიშვილის "ზვავში"; შემდეგ მსახიობობდა რუსთავის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვეზირი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ინჟინერი (ვლ. მაიკოვსკის "აბანო"), გურამი (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), ზაქრო (ა. შალუტაშვილის "გაუთხოვარი ქვრივი"), დიტო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ლიმონა (ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები"), პედრო (სერვანტესის "დონ კიხოტი") და სხვა. მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში, პარალერულად იყო რუსთავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.108; შიდა ქართლი: საინფორმაციო ცენტრი: qartli.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |