Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1993წწ. და 2005-2006წწ. მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურის კათედრაზე მსახიობის ოსტატობის პედაგოგად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს ტელე - რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში სატელევიზიო თეატრის რეჟისორი, სადაც დადგა გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" და "ამბავი უფლისწულისა"; 1980 წლიდან თოჯინების თეატრის რეჟისორია. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ე. ჩეპოვეცკის "ბარაქალა მიციკ"; ვ. პალჩინსკაატეს "ფეთხუმები"; მ. აბრამიშვილის "ვარსკვლავი" და "ჯადოსნური ვარდი"; ვ. ცინიბულკის "სათამაშოები"; გ. ჭიჭინაძის "გაგრიას თავგადასავალი"; მ. გონაშვილის "ზამთრის ზღაპარო"; მ. ქარიმის "მამლაყინწას წისქვილი"; რ. სულაქველიძის, კ. ახობაძის "მეფე და ჩიტი"; პ. ანდერსენის "გოგონა ციდა ყვავილების ქვეყნიდან"; თ. სოლოღაშვილის "საახალწლო ზღაპარი"; თ. ვეფხვაძის "ხავსისქუდას ოინები". წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.109; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |