The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი ხარიუტჩენკო

ვალერი ხარიუტჩენკო
Date of birth:1 October, 1948  (76 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: კუნძული შუმ-შუ (კურილიის კუნძულები, რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა მოსკოვის მ. შჩეპკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი 1971 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბუსიგინი (ა. ვამპილოვის "უფროსი შვილი"); ოლეგ კოშევოი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"); ის (ვ. კოტეტიშვილის "სამოთხის ვაშლები"); ჰეროსტრატი (გ. გორინის "დაუვიწყარი ჰეროსტრატე"); ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"); ლეონიდ მარგოლინი (ა. სტავიცკის "შალომ ალეიხუმის ქუჩა 40"); ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); კორბანი (რ. ტომას "მახე"); მიშელ სტარო (ა. კრისტის, რ. ტომას "ვერნეს სახლის საიდუმლო"); პლატონოვი (ა. კუპრინის "ორმო"); კორომისლოვი (ლ. ანდრეევის "ქალი"); კირილოვი (ა. ჩეხოვის "მტრები") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.110

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: