შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი ხარიუტჩენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: კუნძული შუმ-შუ (კურილიის კუნძულები, რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა მოსკოვის მ. შჩეპკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი 1971 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბუსიგინი (ა. ვამპილოვის "უფროსი შვილი"); ოლეგ კოშევოი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"); ის (ვ. კოტეტიშვილის "სამოთხის ვაშლები"); ჰეროსტრატი (გ. გორინის "დაუვიწყარი ჰეროსტრატე"); ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"); ლეონიდ მარგოლინი (ა. სტავიცკის "შალომ ალეიხუმის ქუჩა 40"); ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); კორბანი (რ. ტომას "მახე"); მიშელ სტარო (ა. კრისტის, რ. ტომას "ვერნეს სახლის საიდუმლო"); პლატონოვი (ა. კუპრინის "ორმო"); კორომისლოვი (ლ. ანდრეევის "ქალი"); კირილოვი (ა. ჩეხოვის "მტრები") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.110 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |