შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარუნია მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ფეოდოსია ერისთავისა და ლევან მაყაშვილის ოჯახში. მარუნია მაყაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მეგობრობდა პაოლო იაშვილთან, (რომელმაც ლექსიც კი მიუძღვნა მას) გიორგი ლეონიძესთან და სხვ. იაკობ ნიკოლაძემ გააკეთა მარუნია მაყაშვილის პორტრეტი თაბაშირში (შემდეგ გადაეცა რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმს). მარუნია (მარიამ) მაყაშვილი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში ცნობილი რევოლუციური მოღვაწის, პოლიტიკოსის, პოლიტიკური ლიდერისა და სამხედრო პირის-პეტრე (პეტა) აღნიაშვილის მეუღლე. 1937 წელს პეტრე (პეტა) აღნიაშვილი და მარუნია მაყაშვილი დახვრიტეს. რეპრესირებული. რაფიელ ერისთავის შვილიშვილი, მხატვარ ალექსანდრე მაყაშვილის და. წყარო: რაფიელ მაყაშვილი: ჩემი შთაგონების წყარო, ჩემი სამშობლოს ისტორია და ბუნებაა / ლამარა მაყაშვილი.-თბ.,2014
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |