შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გალავანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელო ხცისი, ჯავის რაიონი. 1966 წელს ჩაირიცხა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სიმდში" მოცეკვავე-მსახიობად. ვ. გალავანოვი ხალხური ცეკვების შესრულებისათვის ყველა აუცილებელ თვისებას ფლობდა - მუსიკალობა, ტექნიკა, გარდასახვის უნარი და ინდივიდუალურობა. იგი სახელმწიფო ანსამბლში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნეოდა. განსაკუთრებული ოსტატობითა და მგზნებარებით ასრულებდა ოსურ ხალხურ ცეკვებს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.115; ოსური ტრადიციები და ოსური კულტურა-Ирон æгьдау æмæ ирон культурæ : facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |