შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1952 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი რეპინის სახელობის სტიპენდიით 1958 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა ხატვისა და ფერწერის პედაგოგად, აღზარდა მრავალი გამოჩენილი მხატვარი. იგი 50 წლის განმავლობაში იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგი და სასახლის გაზეთ "გაზაფხულის" მხატვარი. 1950 წელს მამასთან, მხატვარ ალექსანდრე მაყაშვილთან ერთად მხატვრულად გააფორმა სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი. 1960 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. აღსანიშნავია მისი მიერ ისტორიულ თემებზე შექმნილი ტილოები: "თამარ მეფის ლაშქრობა", "დავით აღმაშენებელი", "შოთა რუსთაველი უძღვნის თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანს", ასევე პეიზაჟები: "თუშეთი", "რიგა", "კახური ღვინო", "გიორგობა", "ბაკურიანი", "ზღვაზე", "ნერგები" და სხვ. რაფიელ მაყაშვილმა თავადაზნაურთა საკრებულოს აჩუქა ქართველ მეფეთა პორტრეტები. მონაწილეობდა დიდუბის საგამოფენო კომპლექსის მოხატვაში. 1962 წელს თბილისი სამხატვრო სალონში მოეწყო რაფიელ მაყაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა, 1976 წელს კი თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მეორე პერსონალური გამოფენა; 1984 წელს თბილისის მხატვრის სახლში მესამე პერსონალური გამოფენა; 2002 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში მეოთხე პერსონალური გამოფენა, ასევე 2002 წელს ამერიკის საელჩოში მოეწყო მეხუთე პერსონალური გამოფენა; 2012 წელს, რაფიელ მაყაშვილის დაბადების 80 წლის საიუბილეოდ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მეექვსე პერსონალური გამოფენა. რაფიელ ერისთავის შთამომავალი, მხატვარ ალექსანდრე მაყაშვილის შვილი, მარუნია მაყაშვილის ძმიშვილი. წყარო: რაფიელ მაყაშვილი: ჩემი შთაგონების წყარო, ჩემი სამშობლოს ისტორია და ბუნებაა / ლამარა მაყაშვილი.-თბ.,2014 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |