შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია კაჩმაზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კევსელთა, ჯავის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენარო ხელოვნების ფაკულტეტი 1933 წელს. 1931 წელს იყო სტალინირის (ცხინვალის) სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1933-1934წწ. ამავე თეატრის რეჟისორი-მსახიობი; 1934-1938წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1939 წელს სტალინირის რუსული სკოლის მასწავლებელი; 1939-1948წწ. სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის მასიური სექტორის გამგე; მეორე მსოფლიო ომის დროს შეთავსებით მუშაობდა რადიოკომიტეტში და სხვა ორგანიზაციებში; 1950 წლიდან - ჟურნალ "ფიდიოუგის" პასუხისმგებელი მდივანი. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1928 წლიდან. მისი ლექსები და ნარკვევები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში და ცალკე წიგნებად იყო გამოცემული. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.392-396 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |