The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი

ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი
ოფიციალური სახელი:ლიუდმილა არტიომოვა
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 2021  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სუვოროვი (ტულის ოლქი, რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი 1970 წელს.

1970 წლიდან გრიბოედოვის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტანია (ე. კატაევის "ყვავილების გზა"); რძალი (ვ. შუკშინის "თვალსაზრისი"); კლემენტინა (გ. გორინის "დაივიწყეთ ჰეროსტრატი"); ჰერმია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"); დანიელა (მ. ფერმოს "კარებს აჯახუნებენ"); ოლგა (ლ. რაზუმოვსკაიას "დები"); ფრენი (ნ. საიმონის "გასაღები"); ეკატერინა ივანოვნა (ლ. ანდრეევის "ქალი"); შარლოტა, რანევსკაია, შუამავალი (ა. ჩეხოვის "ალუბლის ხე" და "ცხოვრება მშვენიერია"); ვივიან ბუასერი (პ. შენოს "იყავით ჯანმრთელად"); თამარა (ა. კუპერის "ორმო"); ქალბატონი რაკენი (ე. ზოლას "ტერეზა რაკენი"); დედოფალი (ჰ. ანდერსენის "პრინცესა და მეღორე") და სხვ. დაჯილდოებულია პუშკინის სახელობის მედლით.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.122

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: