შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო სანგულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დჯგერდი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს. 1930-1931წწ.იყო ახუცინის სოფლის სკოლის დირექტორი (ოჩამჩირის რ-ნი); 1931-1937წწ. აფხაზური გაზეთის "აპსნი კაპშის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. - გაზეთ "აფხაზეთის კომკავშირელის" რედაქტორი, შემდეგ ისევ დაუბრუნდა გაზეთ "აპსნი კაპშის" რედაქციას; 1941-1945წწ. - მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მუშაობდა ლიტმუშაკად არმიისა და დივიზიის გაზეთებში. დემობილიზაციის შემდეგ ისევ დაბრუნდა "აპსნი კაპშის" რედაქციაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1932 წელს. იყო აფხაზეთის რადიოს პირველი დიქტორი. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა კოლექტიურ კრებულში "ლექსები" (სოხუმი, 1932), ნაწარმოებები იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში. აფხაზურ ენაზე ნათარგნი მისი ზოგიერთი ნაწარმოები დაიბეჭდა "აფხაზური პოეზიის ანთოლოგიაში" (მოსკოვი, 1958). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.397-401 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |