Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ინტერიერის პროექტირების სპეციალობით 1974 წელს. 1975-1976 წწ. იყო შუახევის რაიონის მთავარი არქიტექტორი; 1976–1990 წწ. აჭარის ასსრ სახმშენის საპროექტო ბიუროს არქიტექტორ - დამპროექტებელი; 1990–1993 წწ. ცეკავშირის საპროექტო ინსტიტუტის აჭარის ფილიალის არქიტექტორ-დამპროექტებელი; 1993–1998 წწ. საპროექტო კოოპერატივი "ხურო"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; 1998-2005 წწ. შ.პ.ს. "არქიტრიო"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; 2005 წლიდან შ.პ.ს. "ლერი"-ს დამფუძნებელი და არქიტექტორ - დამპროექტებელი; არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსებისა და გამოფენების მონაწილე, მათ შორის - თბილისის საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს (1988) და საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა გამოფენის (2000) ლაურეატი; 2009 წელს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო რამაზ გოგიჩაიშვილის პერსონალური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა (ტილო, ზეთი), 2021 წელს ასევე პერსონალური გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული ნამუშევრები (ტილო, აკრილი, 2021), 2022 წელს კი მხატვრის პერსონალურ გამოფენას უმანსპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ (აკრილი, ტილო). Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |