The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედორე გაგლოევი

თედორე გაგლოევი
სხვა სახელი:გაფეზი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1983  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა სტალინირის (ცხინვალის) პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს.

1935-1938წწ. იყო ორგოსანის (ლენინგორის რ-ნი) არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1938-1941წწ. სტალინირის გაზეთ "კომუნისტის" ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1941 წელს არმიის გაზეთის ინსტრუქტორი; 1942 წელს - საბჭოთა არმიაში პოლიტხელი, ბატალიონის კომისარი; 1943-1945წწ. სტალინირის გაზეთ "კომუნისტის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1945-1950წწ. ჟურნალ "ფიდიოგის" პასუხისმგებელი მდივანი; 1950-1951წწ. გაზეთ "კომუნისტის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1955-1972წწ. სსრკ მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1935 წელს; 1940 წელს გამოვიდა მისი კრებული "ფანდირას აკორდები"; 1948-1949წწ. "ცხოვრება საამურია" და პოემა "ამინეთი"; 1948 წელს პოემები და ლექსები; 1949 წელს მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე და სხვა. შექმნა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.449-453

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1945 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • დილა მშვიდობისა : ოსი მწერლის მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1973. - 155გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1970. - 63გვ.
  • მუხნარი : ოსი პოეტის ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 67გვ.
  • ლექსები; ბალადები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და განათლება, 1963. - 61გვ.
  • მშვიდობა : ლექსები (ავტორი). - სტალინირი, სამხრეთ ოსეთის სახელგამი, 1952. - 104გვ.
  • ლექსები და პოემები : თარგმანი ოსურიდან (ავტორი). - სტალინირი, სახელგამი, 1949. - 96გვ.

გააზიარე: