The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გიორგაძე

ნოდარ გიორგაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1986  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

ქართული ცეკვების ხელოვნებას ამიერკავკასიის რკინიგზის ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლში ცნობილ პედაგოგსა და ქორეოგრაფ მ. ბახტაძესთან ეზიარა. 1950 წელს პერსპექტიული ახალგაზრდა მოცეკვავე ჯ. ბაგრატიონმა აფხაზეთის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში მიიღო ქართული ცეკვების შემსრულებლად. 1952-1970 წლებში ნ. გიორგაძე, როგორც მოცეკვავე-მსახიობი აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით. აქ მან გაიარა მოცეკვავის რთული, პროფესიული სკოლა და ქართული ცეკვების დახვეწილ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. დაკავებული იყო ანსამბლის რეპერტუარის ყველა საცეკვაო ნომერში, ინტენსიურად  მონაწილეობდა ანსამბლის ტრიუმფალურ საგასტროლო მოგზაურობაში. მიღებული აქვს საპატიო სიგელი. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.134; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.186-187

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
    მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლისათვის

გააზიარე: