შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ცეკვების ხელოვნებას ამიერკავკასიის რკინიგზის ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლში ცნობილ პედაგოგსა და ქორეოგრაფ მ. ბახტაძესთან ეზიარა. 1950 წელს პერსპექტიული ახალგაზრდა მოცეკვავე ჯ. ბაგრატიონმა აფხაზეთის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში მიიღო ქართული ცეკვების შემსრულებლად. 1952-1970წწ. ნ. გიორგაძე, როგორც მოცეკვავე-მსახიობი აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწევა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით. აქ გაიარა მან მოცეკვავის რთული, პროფესიული სკოლა და ქართული ცეკვების დახვეწილ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. დაკავებული იყო ანსამბლის რეპერტუარის ყველა საცეკვაო ნომერში, ინტესიურად მონაწილეობდა ანსამბლის ტრიუმფალურ საგასტროლო მოგზაურობაში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.134 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |