The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ სიხარულიძე

ეთერ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2001  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუნისი, ქარელის რაიონი.

ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1946 წელს მონაწილეობდა ძერჟინსკის სახ. კლუბის დრამწრის წარმოდგენებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1950-1962), მარჯანიშვილის (1962-1965), ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე რუსთავის თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცირუ (გრ. ბერძენიშვილის "ბედნიერებისაკენ"), პირიმზისა და პირიმთვარისა (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), თინა (ალ. კაჭკაჭიშვილის "ამბავი ორი ბიჭისა"), თინა (გ. გოგიჩაიშვილის "ნათელი გზა"), მარინე (ქ. ქუჩუკაშვილის "ზამთრის ზღაპარი"), მაშენკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), მარინა და სოკოლავა (ს. მიხალკოვის "წითელი ყელსახვევი" და "შინ დაბრუნება მინდა"), სვეტლანა (ვ. რაზოვის "მისი მეგობრები"), ზელიმე (კ. გოცის "პრინცესა ტურანდოტი") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.39; ეთერ სიხარულიძე : თეატრის მსახიობი. გამოსათხოვარი / ნინო მაჭავარიანი // თეატრი და ცხოვრება. - თბილისი, 2001. - N3. - გვ.100-101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: