The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა გალავანოვა

ნინა გალავანოვა
სხვა სახელი:ნიგა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1994  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ბეჟენკაუ, ჯავის რ-ნი.

დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ტექნიკუმი 1932 წელს; სტალინირის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი - 1937 წელს.

1931 წელს მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიური ტექნიკუმის ბიბლიოთეკის გამგედ; 1934 წლიდან - გაზეთ "Хурзæрин"-ის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1936-1941წწ. - ცხინვალის მე-5 საშუალო სკოლის ოსური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1941 წლიდან - ცხინვალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1957 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის უმაღლესი ლიტერატურული კურსები; 1945-1960წწ. - ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ოსური ენისა და ლიტერატურის ლექტორი; 1969 წელს მიანიჭეს დაწყებითი განათლების დოცენტის ხარისხი; 1960-1994წწ. ასწავლიდა პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის და დაწყებითი განათლების მეთოდიკის ფაკულტეტზე. მოთხრობების და ლექსების წერა სკოლაში დაიწყო. 1933 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული "Дуджы уылæнтæ" (ეპოქის ტალღები), თარგმინდა ოსურ ენაზე კლასიკოსების ნაწარმოებებს, სულ 22 წიგნის ავტორი იყო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.535-539; ვებ-გვერდი, ოსური ტრადიციები და ოსური კულტურა: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია

  • Октябрь : Сборник стихотворений поэтов Юго-Осетии (თანაავტორი). - Сталинир, Изд-во и тип. Госиздата Юго-Осетии, 1947. - 101с.
  • დედის ხმა : ლექსები, მოთხრობები (ავტორი). - სტალინირი, სამხრეთ ოსეთის სახელგამი, 1941. - 128გვ.
  • Избранные произведения писателей Советской Юго-Осетии : Перевод с осетинского (თანაავტორი). - Тбилиси, Издательство и типография "Заря Востока", 1939. - 188с.

გააზიარე: