The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ შინკუბა

ბაგრატ შინკუბა
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 2004  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩლოუ, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1939 წელს.

1941-1942წწ. - სოფ. ჩლოუს სკოლის მასწავლებელი; 1942-1943წწ. - სოხუმის გაზეთ "აპსნი კაპში" მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1942 წლიდან - სოხუმის თეატრის ლიტერატურის განყოფილების გამგე; 1944 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, 1945 წლიდან - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1943 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის განყოფილების დამწყებ მწერალთა სექციის გამგე; 1945 წლიდან - აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1955 წლიდან საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის აფხაზეთის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1930-იან წლებში. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1935 წელს. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. იბეჭდებოდა აგრეთვე მისი ლექსები თარგმნილი ქართულ და რუსულ ენებზე. 1938 წლიდან აფხაზური ენისა და ლიტერატურის ყველა სახელმძღვანელოში არის მოთავსებული მისი ნაწარმოებები. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აფხაზურ ენაზე თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ნ. ნეკრასოვის, ტ. შევჩენკოს, მ. გორკის, შ. რუსთაველის (ნაწყვეტი), ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები. 1958-1978წწ. - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე; სსრკ უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო "Ахьз-Апша".

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.561-565

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1967 - აფხაზეთის სახალხო პოეტი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • 1058 - შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი, 1971, 1973)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: