Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ხურცილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს. 1956-1957წწ. რამდენიმე სეზონი ქუთაისის თეატრში იმუშავა. 1961 წელს ბრუნდება სოხუმის თეატრში და მთელი 10 წლის მანძილზე იქ მოღვაწეობს. 1971 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გ. ხურცილავას შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სტრაჟნიკი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ჯიმი (ჯ. გოლსუორთის "ვაშლის ყვავილობა"), ყარამანი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ანტონი (ა. არბუზოვის "დაკარგული შვილი"), ანზორი (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), კაპიტანი (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), ჰემონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), ბესო (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), წყალობა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ხოსიტა (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), ემილიანე (ფ. დიურენმატის "რომულუს დიდი"), უჩა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), ილია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), გოგი (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.42 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |