შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს. 1956-1957წწ. რამდენიმე სეზონი ქუთაისის თეატრში იმუშავა. 1961 წელს ბრუნდება სოხუმის თეატრში და მთელი 10 წლის მანძილზე იქ მოღვაწეობს. 1971 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გ. ხურცილავას შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სტრაჟნიკი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ჯიმი (ჯ. გოლსუორთის "ვაშლის ყვავილობა"), ყარამანი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ანტონი (ა. არბუზოვის "დაკარგული შვილი"), ანზორი (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), კაპიტანი (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), ჰემონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), ბესო (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), წყალობა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ხოსიტა (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), ემილიანე (ფ. დიურენმატის "რომულუს დიდი"), უჩა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), ილია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), გოგი (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.42 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |