შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემილია ალავერდოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილიას სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი ინგლისური და ესპანური ენებისა და ლიტერატურის ფილოლოგი სპეციალობით 2007 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემიის მაგისტრატურა 2010 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურატურა 2013 წელს. 2007-2011წწ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის უცხო ენების დეპარტამენტი, ინგლისური ენის მასწავლებელი; 2009-2019წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი; 2010-2013წწ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის რუსეთის კვლევის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2011-2013წწ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ინგლისური ენის ინსტრუქტორი; 2011-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2012-2018წწ. პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია, ინგლისური ენის ინსტრუქტორი; 2013-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2014-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2018-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021-2025წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროფესორი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (2013). პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |