შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რაქვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1973 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1980 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში; საქ. მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში; არის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ალგებრული K-თეორია, ჰომოლოგიური ალგებრა, ლის ალგებრები და ლის ჯგუფები, არაწრფივი დინამიური სისტემები, მათემატიკური ეკონომიკა; აქვს ნაშრომები მათემატიკურ ეკონომიკაშიც. დისერტაცია დაიცვა ალგებრის განხრით; გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: Combinatorical aspects of free associative algebras with one defining relations (G. Rakviashvili // Journal of Mathematical Sciences, Vol. 160.-No. 6.-2009.-p.822-832); Primitive elements of free Lie p-algebras (G. Rakviashvili // Mathematical Journal.-Tbilisi, 2015.- 8(2).-p.35-40); On Regular Cohomologies of Biparabolic Subalgebras of sl(n) Bull (G. Rakviashvili, A. Elashvili //of the Georg. Acad. of Sciences, Vol.10.-No. 2, 2016.-p.-10-13); On algebraic K-functors of crossed group rings and its applications (G. Rakviashvili // Mathematical Journal.-Tbilisi,2018.-No.11(2).-p.1-15); Inductive Theorems and the Structure of Projective Modules over Crossed Group Rings. Bull (G. Rakviashvili // of the Georg. Acad. of Sciences, Vol. 12.-No.1, 2018.-p.16-19); The Measuring of the Gini, Theil and Atkinson indices for Georgia Republic and Some Other Countries (G. Rakviashvili, Q. Pipia, G. Tutberidze // Globalization and Business.-2018.-N5.-p.110-118); მიგრაციის ახალი განზოგადებული გრავიტაციული მოდელი საქართველოსთვის =THE NEW GENERALIZED GRAVITATIONAL MODEL OF MIGRATION FOR GEORGIA (Q. Pipia, G. Tutberidze, G. Rakviashvili, K. Rakviashvili // Globalization and Business.-Vol.5.-N10.-2020.-p.130-138; On cohomologies and algebraic K-theory of Lie p-superalgebras (G. Rakviashvili // Mathematical Journal.-Tbilisi,2020.-N13.-p.217-224); Low dimensional cohomologies of biparabolic subalgebras. Advanced Studies (G. Rakviashvili // Mathematical Journal.- Euro-Tbilisi,2022.-N15(4).-p.155–160); On products in Algebraic K-Theory of Crossed Hopf Algebras (G. Rakviashvili // Journal of Mathematical Sciences, Vol. 275.-No. 6.-2023.-p.758-766. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |