The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ფიფია

ქეთევან ფიფია
Date of birth:11 November, 1963  (61 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1987 წელს; 1987-1990წწ. სწავლობდა  საქ. მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, წარადგინა დისერტაცია, რომელიც არ დაიცვა პოლიტიკური მიზეზების გამო; 2015-2021წწ. სწავლობდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

მუშაობდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტში; საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში; პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტთან არსებულ "ბიზნესის უმაღლეს სკოლაში" და სხვა. მისი სამეცნიერო ინტერესებია: გრავიტაციული მიზიდულობის კანონის განზოგადებაზე დაფუძნებული მოსახლეობის მიგრაციის მათემატიკური მოდელები, მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით განაწილების კანონები (პარეტოს და ლოგნორმალური განაწილებებით), მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, და სხვა; გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: The Measuring of the Gini, Theil and Atkinson indices for Georgia Republic and Some Other Countries (Q. Pipia with G. Tutberidze, G. Rakviashvili // Globalization and Business.-N5 / 2018.-p.110-118; Distribution of Wealth in the Middle and Top Segments of the Population of Georgia (Q. Pipia //Globalization and Business.-N7.-2019.-p.130-141; The New Generalized Gravitational Model of Migration for Georgia (Q. Pipia with G. Tutberidze, G. Rakviashvili, Q. Rakviashvili // Globalization and Business.-N10.-2020.-p.130-137; მიგრაციის ახალი განზოგადებული გრავიტაციული მოდელი საქართველოსთვის =THE NEW GENERALIZED GRAVITATIONAL MODEL OF MIGRATION FOR GEORGIA (Q. Pipia, G. Tutberidze, G. Rakviashvili, K. Rakviashvili // Globalization and Business.-Vol.5.-N10.-2020.-p.130-138. ეკონომიკის დოქტორი. 

სადისერტაციო თემა -  "ქართული საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა".


Share: