The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემილ ავდალიანი

ემილ ავდალიანი
Date of birth:11 May, 1990  (34 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით 2011 წელს; 2011-2012წწ. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამა 2016 წელს; სადოქტორო ნაშრომი - "რომი და ბიზანტია ბარბაროსთა მიგრაციის წინააღმდეგ: დუნაის და პონტოს საზღვრების შედარებითი ანალიზი (IV-VII სს.)".
2013-2014წწ. იყო Forbes Georgia-ს თანარედაქტორი; 2015-2020წწ. ქართულ-უკრაინულ ჟურნალ "საქართველოს" აღმასრულებელ რედაქტორად მუშაობდა; იყო საქართველოს უნივერსიტეტისა (2014-2018) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2014-2019) მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2019 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორია; 2020 წლიდან მუშაობს "ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორად; სხვადასხვა დროს მუშაობდა ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებში; რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ ქართულ და უცხოურ გამოცემებში (Center for European Policy Analysis, Royal United Services Institute და ა.შ.); ძირითადად მუშაობს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. იკვლევს ირანის, თურქეთის და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. 

წყარო: The Caspian Post: web.archive.org; Director of Middle East Studies: web.archive.orgtsu-ge.academia.edu

Bibliography


Share: