Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიკორტი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ქ. სტალინირის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს. 1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს ჭრილობების გამო დემობილიზებული იყო; 1943 წლიდან მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად ბორჯომის რაიონულ გაზეთში "კომუნიზმის დროშით"; 1945 წლიდან რესპუბლიკის გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის რაიონებში; 1946 წლიდან ამავე გაზეთის კორესპონდენტი სამხრეთ ოსეთში; 1954 წლიდან საოლქო გაზეთ "საბჭოთა ოსეთის" რედაქტორის მოადგილე; ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1940 წელს. გამოვიდა მისი ნაწარმოებების ექვსი კრებული. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.652-656 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |