Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
მიხეილ გოგატიშვილი
Date of birth: | 19?? |
Category: | Scientist, Educator, Philosopher |
Biography
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი 1990 წელს; 2000 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოიპოვა სამართლის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 1988-1992 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1991-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1998წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეთოდისტ-მასწავლებელი; 1998-2003წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მასწავლებელი; 1999-2003წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფილოსოფიის მასწავლებელი; 1999-2001წ. კავკასიის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი; 1999-2003წწ. ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი, ლოგიკის, ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის მასწავლებელი; 2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეგიდით; 2001-2006წწ. იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 წლიდან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი; ჟურნალის - The Copernicus journal of political studies. Dom wydawnictwo Adam Marszalek - სარედაქციო საბჭოს წევრი; რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან არსებული კვლევითი ცენტრის კომისიის წევრი. არის 70-მდე ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია; 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
წყარო: ახალი საქართველოს უნივერსიტეტი: ngu.edu.ge; პეტრიწის პორტალი: petritsiportal.ge; ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი: gruni.edu.ge; ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge
Member of Organizations
- საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოება, წევრი
Bibliography
|