The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე მარდაშოვა

მარინე მარდაშოვა
Date of birth:18 May, 1970  (54 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი 1993 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 2003 წელს.

2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2001-2004წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, მეცნიერ-მუშაკი; 2004-2006წწ. ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გრუნტების მექანიკისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 2006-2013წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულება, ასისტენტ- პროფესორი; 2013-2017წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულება, პროფესორი; 2018 წლიდან ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიდროგეოლოგიის განყოფილება, მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი. მონაწილეობდა და მონაწილეობს რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა ფერდობების მდგრადობის ანგარიში, საქართველოს მელიორაციული სისტემების რეაბილიტაცია, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ქანების და მიწისქვეშა წყლების შესწავლა, საქართველოს სამთამადნო მრეწველობის რეგიონებში გავრცელებული ნიადაგების და ბუნებრივი წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. ჰიდროლოგი, ტექნიკის დოქტორი, პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტეწნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: