შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო მახარობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი სამსახიობო მიმართულებით (ჯგუფის ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე) 1972 წელს. თეატრალური ინტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსთავის თეატრში. იყო თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებეთა თეატრის მსახიობი. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები: ივანე (იასმინა რიზა "ART - ხელოვნება"; რეჟ. თემურ ჩხეიძე), პოლინიუსი (უილიამ შექსპირის "ჰამლეტი"; რეჟისორი თემურ კუპრავა), ფოცო, მოსე (გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია "თეთრი იასამანი"; რეჟ. გიზო ჟორდანია), ჯიმი ჯეკი (ბრაიან ფრილის "თარგმანები"; რეჟისორი თ. ჩხეიძე), ანტონიო (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"; რეჟ. თამაზ მესხი), ზურიკო (რეზო თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"; რეჟ. ანზორ ქუთათელაძე), სოსოია (ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"; რეჟ. შალვა გაწერელია), ბიჭი (გურამ ბათიაშვილის "ორი ნოველა"; რეჟ. შ. გაწერელია), ბეგლარ ჯინჭარაძე (დავით კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"; რეჟ. შ. გაწერელია), აბესალო (დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", რეჟ. შ. გაწერელია), ქურდი აპო (ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა"; რეჟ. შ. გაწერელია) და სხვა. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: "ძილის წინ", "ყავა და ლუდი", "ჩემი ცოლის დაქალები", "მამაჩემის გერლფრენდი" და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: marjanishvili.com; theaters.ge; ქართული თეატრის ელექტრონული არქივი: theatrelife.ge; Marao.ge: marao.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |