The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ ტალახაძე

დემურ ტალახაძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობთ სამთო ინჟინერ ტექნოლოგი 1962 წელს; მოსკოვის მყარი საწვავი წიაღისეულის გამდიდრების ინსტიტუტის ასპირანტურა 1973 წელს.

1963 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: 1963-1972წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, ასისტენტი; 1972-1974წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1974-1997წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, დოცენტი; 1990-2007წწ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა, კათედრის გამგე; 1997 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორთან გათანაბრებული, პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: