The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა რაზმაძე

ნანა რაზმაძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს.

1981 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1981-1983წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, ლაბორანტი; 1983-1985წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1985-1993წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, ასისტენტი; 1993-2002წწ. მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2002-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის უსაფრთხოების კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ.  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის უსაფრთხოების მიმართულება, მოწვეული პროფესორი; 2009-2013წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი; 2013-2017წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი; 2017 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, პროფესორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2017).

წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: