დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.
1997-1999წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი; 1998-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის მოადგილე; 2001-2003წწ. მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ლექტორი; 2001-2003 და 2014 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრი; 2003-2007წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვეული სპეციალისტი; 2005 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2005-2008წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს (კათედრის) ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ ცენტრში; 2006-2008წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი სტოკჰოლმისა და მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოებში; 2007 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2008 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, მოწვეული პროფესორი; 2009-2014წწ. იყო თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი; 2010 წლიდან არის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი; 2012 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი, კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; 2012 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; 2012-2014წწ. იყო სხვადასხვა კომპანიის გადახდისუუნარობის საქმეებზე მომრიგებელი საბჭოს სასამართლოს მიერ დანიშნული წევრი; 2013-2014წწ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი; 2013 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 1999-2014წწ. იყო სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2014 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული პედაგოგი; 2014 წლიდან არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სტატია) ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 სადოქტორო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი. 1999 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2005 წლიდან – სამართლის აკადემიური დოქტორი).
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge