The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ხუნდაძე

ნანა ხუნდაძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ გეოლოგ-გეოფიზიკოსის სპეციალობით 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1976 წელს; საქართველოს მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის დოქტურანტურა 1983 წელს.

1967 წელს მცხეთის გამგეობა, რაიპურკომბინატი, საქმეთა მმართველი; 1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი, თემის ლაბორანტი; 1973-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი, თემის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1978-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოფიზიკური მეთოდების კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1986-1988წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1988-1991წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრა, დოცენტი; 1990-1991წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 1991-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრა, კათედრის გამგე; 2005-2007წწ. გაზის საერთაშორისო კორპორაცია,  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 2006 წლიდან დრემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2007-2012წწ. სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 2012 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, პროგრამების კოორდინატორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983). პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: