The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბაბუნიძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ცნობილი ქართველი მეღვინე და მრეწველი იოსებ ბაბუნიძე კიევში ვაჭრობდა კახური ღვინით, მონაწილეობდა გამოფენებში. 1892 წლის აგვისტოში მას სპირტიანი სასმელების გამოფენაზე ვენახების მოშენებისათვის გადაეცა ოქროს მედალი და დიპლომი, ხოლო მის მიერ წარმოებულმა კახურმა ღვინომ საპატიო დიპლომი დაიმსახურა. 1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე კახური ღვინის წარმოებისთვის იოსებ ბაბუნიძემ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა, სერგეი შერემეტევმა, ფრიდონოვმა და დიკენსონმა თითბრის მედლები მიიღეს. 1901 წელს იოსებ ბაბუნიძემ სამთო ინჟინერ გიორგი დეკანოზიშვილს თხოვნით მიმართა, შეედგინა სააქციონერო საზოგადოებისათვის საჭირო პროექტი,1901 წელსვე მან გადაწყვიტა სააქციონერო საზოგადოება დაეარსებინა იმ ადგილებში, სადაც რკინიგზა ჯერ არ იყო – თბილის-თელავსა და სიღნაღს შორის, ხონსა და ქუთაისს შორის და მიმოსვლა ავტომობილების მოძრაობით გაეუმჯობესებინა. საზოგადოებისათვის საჭირო იყო 150 000 მანეთი.

წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; მემორიალური ექსპონატების კვლევისათვის / თემურ შარიქაძე // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2014.-N5 (50–B).-გვ.471


გააზიარე: