Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტყავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი 2003 წელს; 2018 წლის ოქტომბრიდან "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დოქტორანტი. 2000-2005წწ. - ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის იურისტი, მთავარი სპეციალისტი; 2005-2007წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2008-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2015წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2012-2021წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |