The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით პაპავა

დავით პაპავა
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქიმიკოს - ეკონომისტის კვალიფიკაციით 1995 წელს; ამავე უნოვერსიტეტის მაგისტრატურა 1998 წელს; სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (შვედეთი) 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოყენებითი გეოდეზიის სპეციალობით 2010 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს. 

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2000-2002წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ასისტენტი; 2002-2006წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ლაბორატორიის გამგე; 2005 წლიდან მუშაობს შ.პ.ს. "თეგეომარკი", ინჟინერ - გეოდეზისტად; 2006-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, მოწვეული სპეციალისტი; 2009-2013წწ. საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. ინჟინერიის დოქტორი (2011). პროფესორი (2013).

წყრო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: