| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კიკალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ქორეოგრაფ რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1953 წლიდან თ. კიკალიშვილი საქართველოს ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობია. 1955–1981 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე (სოლისტი). წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. მისი შემოქმედებითი ინდივიდუალურობა და მაღალი ოსტატობა განსაკუთრებით გამოვლინდა ცეკვებში: "მხედრული", "შეჯიბრი", "აჭარული სიუიტა", "მოხევური", "განდაგანა", "ძველი თბილისის სურათები", "ლელო" და სხვ. მისი ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გამომსახველობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. თ. კიკალიშვილმა 25 წელზე მეტი იმსახურა ქართული ცეკვის აკადემიურ ანსამბლში და მასთან ერთად ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. 1981–1988 წლებში იყო ბორჯომის კულტურის სახლთან არსებული ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.61; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 24; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.212 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

