Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ფერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის პედაგოგის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად; 1943 წელს მთავრობის მოწოდებით, საინგილოში მცხოვრები ქართველების ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად, აზერბეიჯანის დაბა კახში გაიხსნა ქართული სკოლა, სადაც ბიძინა ფერაძე ოჯახთან ერთად გაემგზავრა სკოლის დირექტორის მოადგილედ, ხოლო მისი მეუღლე თინა ჟორჟოლიანი - ქართულს და სიმღერას ასწავლიდა ინგილო ბავშვებს; მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ოჯახით დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა პედაგოგად თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში; 50 წლებში შეადგინა უფროსკლასელებისათვის ინგლისური ენის სახელმძღვანელო, რომელსაც ყოველ წელს აახლებდა; წერდა ლექსებს; მის ლექსებს სხვადასხვა ცნობილი მომღერლები და ანსამბლები მღეროდნენ. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერის ტექსტი "ყვავილების ქვეყანა" XX საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა, ქალაქური ჟანრის სიმღერებს შორის და იგი 70 წლის შემდეგ, დღესაც სარგებლობს დიდი პოპულარობით; 50-იანი წლების დასაწყისში ბ. ფერაძე მიიწვიეს საქართველოს განათლების სამინისტროში სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, თინა ჟორჟოლიანის (საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი) მეუღლე, მწერალ ილია და მსახიობ გია ფერაძეების მამა. წყარო: მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |