შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეციალობით 1983 წელს; ჩრდილო კავკასიის სამთო მეტალურგიული ინსტიტუტის (რუსეთი) ასპირანტურა 1988 წელს. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტზე (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. მეცნიერული მიმართულება - მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიები, მათ შორის მანგანუმის, ფერადი, შავი, იშვიათი ლითონების მადნების და ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგია. ეწევა, როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო საქმიანობას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი / ტექნიკის აკადმიური დოქტორი (1989), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |