The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო დემეტრაშვილი

სოფიო დემეტრაშვილი
Date of birth:1 October, 1992  (32 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს; თბილისის ღია უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2016 წელს; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2019 წელს.

2012-2013წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება, სტაჟიორი; 2013-2021წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სამგორის რაიონის გამგეობა, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2017 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2017 წლიდან - ასისტენტი; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2020 წელს - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი; 2021-2022წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2023 წელს - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; 2023 წლიდან - განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მინისტრის მრჩეველი. სამეცნიერო ინტერესები: საჯარო სამართალი (საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამოხელეო სამართალი და სხვ.); ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის სტატუსით; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში; გრანტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი გრანტი: პროექტი "ბავშვთა უფლებები" (10.11.2018 – 10.04.2019), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტი: "იცოდე შენი უფლების შესახებ" (11.2022 – 05.2023). სამართლის დოქტორი (2019), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2024); სსიპ იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Awards and Honors

  • 2024 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი
  • 2023 - გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო
  • 2023 - აკადემიკოსის წოდება

Bibliography


Share: