The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ფერაძე

ილია ფერაძე
სხვა სახელი:ილიკო ფერაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ავტომატიკა-ტელემექენიკის სპეციალობით 1962 წელა.

1962 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში - უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1966–1972წწ. ჩააბარა ასპირანტურაში და მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის ინსტიტუტში ინჟინრად; 1972 წლიდან მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში: ჯერ განყოფილების გამგედ, 1975 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1981-2000წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში, ახლადაარსებული საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის დირექტორად; 1984 წელს იგი ხელმძღვანელობდა ცნობილი მოგზაურის და მეცნიერის ტიმ სევერინის არგონავტების დახვედრის საზღვაო ოპერაციებს; 1992 წელს დააარსა სარეკლამო კომპანია "ტვ+" და გაიმარჯვა მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ პირველ სარეკლამო ტენდერში; 1997-2000წწ. წარმატებით თანამშრომლობდა მსოფლიოს უდიდეს ფირმებთან, როგორებიცაა: Proctor&Gamble, Ferrero, Baltica, Wrigley, Cadbury, Cofe Pele და სხვა; 1972 წლიდან, წლების მანძილზე, იყო  აფროსნობის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი; 2001 წლიდან ი. ფერაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში - მარკეტინგულ კომუნიკაციებში და რეკლამის ისტორიაში; 2002 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II  ლოცვა-კურთხევით დააარსა წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოება, საზოგადოებამ წმ. გრიგოლის სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარა მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიება. მისი აქტიური მონაწილეობით, ბაკურციხეში წმინდანის დაბადების ადგილას, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში, მშობლების სახლის ნანგრევებზე, აშენდა წნიმდანის სახლ-მუზეუმი, რომელიც აღიჭურვა საინტერესო ექსპოზიციით. 2017 წ ი. ფერაძე დაჯილდოებულია ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის საპატიო ორდენით (2017). არის  რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძისა და თინა ჟორჟოლიანის (საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი) შვილი, მსახიობ გია ფერაძის ძმა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სარეკლამო ასოციაცია, წევრი (2002-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
    საქართველოში აფროსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1971 - სსრკ სპორტის ოსტატი (აფროსნობაში)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: