The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მადლენა კოწოწაშვილი

მადლენა კოწოწაშვილი
Date of birth:21 August, 1970  (54 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator, Political Scientist, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1999 წელს.

1993-1994წწ. - საქართველოს მეწარმეთა, მოიჯარეთა და აქციონერთა კავშირი, იურისტი; 1995-1998წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გენეტიკური ეკოლოგიის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი, იურისტი; 2000-2005წწ. - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, კონტროლისა და ორგანიზაციული მუშაობის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2001-2003წწ. - ყოველდღიური გამოცემა "დილის გაზეთი", ჟურნალისტი; 2005-2006წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; 2006-2010წწ. - საქართველოს ჰუმანისტთა, სტრატეგიული პროექტების დეპარტემნტის უფროსი; 2015 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების: "The Georgian Jurnal of Genetic Ecology", "მაკრო მიკრო ეკონომიკა" რედაქტორი. აქვს მედიაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ავტორია ორი კოლექტიური მონოგრაფიის, რომლებიც გამოცემულია საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრების მიერ (ICI Clobal USA, ICOPEC UK). აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და არის 5 სასწავლო კურსის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი კვლევის სფეროა: საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა, დემოკრატია, საერთაშორისო მიგრაცია; სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო მიგრაცია, საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალური ტურიზმი, კონფლიქტები, დემოკრატია, გეოპოლიტიკა. სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • AESC (the Caucasus’ regional association of European Studies), წევრი

Share: