The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინა ჟორჟოლიანი

თინა ჟორჟოლიანი
Date of birth:23 January, 1919
Date of death:15 May, 1997  (at 78 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Librarian, Writer, Journalist

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის მასწავლებლის სპეციალობით 1938 წელს.

1943 წელს თ. ჟორჟოლიანი მთავრობის მოწოდების საფუძველზე ოჯახთან ერთად გაემგზავრა საინგილოში (აზერბეიჯანის სსრ), იქ მცხოვრები ქართველების ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად, დაბა კახში გახსნილ ქართულ სკოლაში, სადაც ქართულს და სიმღერას ასწავლიდა ინგილო ბავშვებს; ომის დამთავრების შემდეგ, საინგილოდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო ბიბლიოთეკაში - უფროს ბიბლიოთეკარად, სადაც იმუშავა უწყვეტად 40 წელი; ავტორი იყო ბევრი იუმორისტული პუბლიკაციის, რომელიც შემდგომ 4-ჯერ გამოიცა "ნიანგის ბიბლიოთეკით". რესპუბლიკის მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. ცნობილი იურისტის, ადვოკატისა და ნოე ჟორდანიას ქვესტორის (საქმეთა მმართველი) სერგო ჟორჟოლიანის შვილი, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძის მეუღლე, მწერალ ილია და მსახიობ გია ფერაძეების დედა.

წყარო: მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270

Member of Organizations

  • სსრკ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
  • საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი
  • შრომის ვეტერანი

Bibliography


Share: