The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო კიკნაველიძე

ანდრო კიკნაველიძე
Date of birth:15 July, 1927
Date of death:2 September, 2007  (at 80 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1954–1960წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ანასეული) ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1966–1973წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1963–1966წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1973–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1981–2001წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროსამრეწველო საწარმოთა ორგანიზაციის კათედრის გამგედ; 2001–2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სოფლების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების თეორიისა და პრაქტიკის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976), აგროეკონომისტი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 27-28

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1991-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: